ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

05.04.25 17:19
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

 

 

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

ფინანსური სანქციების საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა. როგორც ხმალაძე "პირველებთან" ამბობს, აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა და მიიღო განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის განმავლობაში ჯარიმებს არ გადაიხდის, მის ქონებას აუქციონზე გაიტანენ. 

აღსრულების ბიურომ დამიყადაღა ანგარიშები, მოვიდა დადგენილება, რომ თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდი 7 დღის განმავლობაში, აუქციონზე გაიტანენ ქონებას. ყველა მეუბნება გაასაჩივრეო. ვასაჩივრებ, მაგრამ სამართალი და სასამართლო არ არის ამ ქვეყანაში. ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც ის ინფორმაცია რომ გადასცეს რუსეთს, შემდეგ დონეცკმა რომ მომისაჯა 14 წელი. შევედი, წავიკითხე, იმისთანა საშინელებები უწერიათ... ისეთი ინფორმაციები აქვთ ამათ მიწერილი... ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვში განიხილება, ერთი რგოლია". - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ. 

მსგავსი სიახლეები