მედია: თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

05.04.25 18:53
მედია: თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ "ბათუმელები" თემურ ქათამაძის მეგობარზე, ნანა კაკულიაზე დაყრდნობით წერს. 

მათივე ცნობით, ნანა კაკულიამ ბათუმელი მედროშე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დღეს მოინახულა და განმარტა, რომ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მითხრა, რომ ეს შიმშილობა სიმბოლურად მიუძღვნა ჭიათურელ მაღაროელებს… მან შიმშილობა შეწყვიტა. მითხრა, რომ ემზადება გაძევებისთვის,“ – ამბობს ნინა კაკულია.

ამასთან, ნანა კაკულიამ "ბათულემებს" განუცხადა ისიც, რომ თემურ ქათამაძეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში პოლიციამ, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. 

მსგავსი სიახლეები