ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა ფიზიკურად გამისწორდნენ - ჟურნალისტი

05.04.25 19:16
ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა ფიზიკურად გამისწორდნენ - ჟურნალისტი

"მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დაესხნენ - ინფორმაცია ჟურნალისტმა "პირველებს" დაუდასტურა. 

მისი თქმით, შემთხვევა ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა, როცა მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ შაქარაშვილმა ფონდების დაყადაღება მოითხოვა, ამის შემდეგ კი შაქარაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა გოგა ხაინდრავაც, რომელსაც მისი თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. 

ჟურნალისტი ამ წუთებში პოლიციას ჩვენებას აძლევს. 

შეგახსენებთ, რომ ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდები დააყადაღა. რაც შეეხება გოგა ხაინდრავას, ის "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და ბოლოს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიიდან გამოსულმა ადგილზე შეკრებილ აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

მსგავსი სიახლეები