ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტზე თავდასხმას ადასტურებს

05.04.25 20:46
ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტზე თავდასხმას ადასტურებს

ჟურნალისტის ცემაში მხილებული, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვატო შაქარაშვილი ისევ იმუქრება. „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი  გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს. 

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…
იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!
იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!"- წერს "ოცნებასთან" დაახლოებული პირი. 

„მთავარი არხის” ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს თქმით, გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარიშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმა ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა.

მამნიაშვილი ამ წუთებში პოლიციაშია.

მსგავსი სიახლეები