თავდასხმა მერის შეკვეთით? - რა მოხდა ფოთში
სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, ტერორის მსხვერპლია. მისი თქმით, ურეკავენ და ემუქრებიან, ითხოვენ, რომ პოლიციიდან განცხადება გამოიტანოს. ვლადიმერ ამბალიას აცხადებს, რომ თავს ფოთის ცენტრში, ფოთის მერის მიგზავნილი ხალხი დაესხა.
აქტივისტი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გაუსწორდნენ იმის გამო, რომ ფოთის მერის შესახებ მამხილებელ ვიდეომასალას იღებდა და სოცქსელში აქვეყნებდა.
ყველაფერი 28 მარტს 20 საათსა და 34 წუთზე დაიწყო - მშვიდობის ქუჩის 19 ნომერთან მანქანაში მსხდომი პირები ამოწმებენ, იმყოფება თუ არა ამბალია სამსახურში. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ამ დროს უკანა სვლით მიდის , მანქანას ატრიალებს და ავტოსამრეცხაოს ეზოში შედის. მანქანიდან ოთხი პირი ფეხბურთელი, ლაშა ყურუა, ლაშა გვალია, ილია ჩხეტია და ბოლოს დათო თავაძე გადმოდიან. ამბალიას ხელს ართმევენ, ავტოსამრეცხაოს ეზოში ამ დროს ფეხით გია ანაკიძე შემოდის. რაც ბადებს ვარაუდს, რომ სამოქალაქო აქტივისტზე თავდამსხმელები ქალაქში მხოლოდ ერთი მანქანით არ მოძრაობდნენ.
სათვალთვალო ვიდეო კამერაში ჩანს რომ ვლადიმერ ამბალია მის ობიექტზე შემოსულ 5 პირს არ ემორჩილება და მანქანაში არ ჯდება, სწორედ ამის შემდეგ 20 საათსა და 35 წუთზე მას ლაშა გვალია ყურს უწევს. ამბალია ამბობს, რომ ავტოსამრეცხაოზე შეჭრილ პირებს აინტერესებდათ თუ რატომ უწოდებდა ის ფოთის მერს "ასფალტოვიჩს"?
ყურის აწევის შემდეგ ამბალია ცდილობს, თავდამსხმელებს გაექცეს. რა დროსაც მეორე კამერის თვალთახედვის არიდან გარბის და მას ხუთივე თავდამსხმელი მისდევს. კადრში გარკვევით ჩანს, რომ პირი, რომელიც ე.წ. ბიტს იღებს. კიდევ ერთ ჩანაწერში ჩანს, რომ ამბალიას უკვე ორივე ხელი გაკავებული აქვს და მას ფეხებს ურტყამენ.
როგორც კი ამბალია წამოდგა და გონზე მოვიდა, სამოქალაქო აქტივისტის ტქმით, მისი ცემა გააგრძელეს ჩხეტიამ, თავაძემ და ანაკიძემ. უკვე მეშვიდე კამერის მასალაში ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტს. ამბალია ძირს კიდევ ერთხელ ეცემა. თავდამსხმელები არც ამ დროს ჩერდებიან.
დასისხლიანებული ამბალია კადრში 20 საათსა და 40 წუთზე ჩნდება. კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები მას სათვალთვალო ვიდეო კამერების სერვერებთან მიჰყავს. ამბალია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დაჯგუფებამ მისი ცემა დაასრულა, ვიდეო კამერის ჩანაწერების წაშლა მოსთხოვეს.
ამბალიას წლებია, ფოთის ყველა პრობლემას სამსჯელოდ საკუთარ სოციალურ გვერდზე ფოთი ქალაქის ხმაზე აქვეყნებს. შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო კი მერს ზედმეტ სახელი დაარქვა.
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე შაბათის ეთერს ემალება. ის არც სახლში და არც სამსახურში მიდის . ვაჭარაძე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს