ღამით აქტივისტები გოგა ხაინდრავას სახლთან მივიდნენ და კვერცხები დაუშინეს
მას შემდეგ, რაც "ოცნების" პროპაგანდისტები "მთავარი არხის" ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გაბრაზებული აქტივისტები გოგა ხაინდრავას სახლთან მივიდნენ და კვერცხები დაუშინეს. ხაინდრავა ახალგაზრდებისგან თავის დაცვას წყლის ჭავით ცდილობდა.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ხაინდრავასნაირი ადამიანები ამ ქვეყანაშ მშვიდად ვერ იცხოვრებენ.
გოგა ხაინდრავას გავეცით საკადრისი პასუხი და არცერთი მოძალადე, არცერთი მონა არ დარჩება უპასუხოდ ქართველების მხრიდან. რაც გოგა ხაინდრავას ქართველებისთვის აქვს დაშავებული, მაგისთვის კიდევ ცოტა იყო ის პასუხი, რაც გუშინ გავეცით და პირობას ვაძლევთ ყველა მოღალატეს, რომ საკადრისი პასუხი გაეცემათ და ქართულ მიწაშიც კი ვერ მოისვენებენ. გოგა ხაინდრავამ ამდენი წელი იცხოვრა საქართველოში ისე, რომ მისთვის პასუხი არავის გაუცია. გვახსოვს გოგა ხაინდრავა მხედრიონიდან და პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია და პირობა მინდა მივცე, რომ ხაინდრავასნაირი მონები ამ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებენ, - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თაბუკაშვილის ქუჩაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დაესხნენ. შემთხვევა ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა, როცა მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ შაქარაშვილმა ფონდების დაყადაღება მოითხოვა, ამის შემდეგ კი შაქარაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა გოგა ხაინდრავაც, რომელსაც მისი თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა.