"ცესკოს დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა" - "ძლიერი საქართველოს" სარჩელს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" სარჩელის განიხილვას სასამართლო რამდენიმე საათში დაიწყებს. ოპოზიცია ცესკოს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას ასაჩივრებს. ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დამკვირვებლები უბანზე მისულ ამომრჩეველს პირადობებს ვეღარ შეუმოწმებენ და ვერც ვერიფიკაციის აპარატებს გადაუღებენ ფოტოს და ვიდეოს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ოცნება" გაყალბების მტკიცებულებების გაქრობაზე წინასწარ ზრუნავს.
ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხხდება სრულფასოვანი დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე. ეს გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ დამკვირვებლებს, პრაქტიკულად, აღარ აქვს უფლება, რომ პირს, ამომრჩეველს, მათ შორის, ამ კენჭისყრის დროს შენობაში მყოფ სხვა პირს მოსთხოვოს თავისი ვინაბის დადასტურება.
ეს დადგენილება არის კანონსაწინაამდეგო. "ძლიერმა საქართველომ" გაასაჩივრა ეს დადგენლება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის იმედი, მურუსიძის სასამართლოსი, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ცეკოს, ისევე როგორც "ოცნება" არის მარტო დარჩენილი თავის ნაჭუჭში, ცდილობენ მავნებლური გადაწყვეტილებები მიიღონ ისე, რომ საზოგადოებას გამოაპარონ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, - ამბობს გიორგი სიორიძე.