ვატო შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა (ვიდეო)

06.04.25 12:40
ვატო შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა (ვიდეო)

 

 

ვატო შაქარაშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე იმ დროს მოხდა, როცა ის კაფე მუზეუმთან  პროპაგანდისტული პოსტ ტვ-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო. აქტივისტებმა "ოცნების" პროპაგანდისტებს "მონა" ეძახეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალაურ ქსელში ვრცელდება. 

"გაიწიე ახლა, თორემ გაგიხეთქავ თავს. გაგზავნიან და დაგღუპავენ! ჭკუა არ ისწავლე გუშინ?! უბედური და საწყალი ხარ!" - ეუბნება შაქარაშვილი აქტივიტს.

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება გოგა ხაინდრავაც, ომელიც ახალგაზრდების მისამართით იგინება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს ვატო შაქარაშვილი და გიორგი აიხნრავა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტს შაქარაშვილთან კითხვა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით ჰქონდა. მამნიაშვილმა "ოცნების" პროპაგანდისტს "მონა" უწოდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც, რომელმაც მხოლოდ ნაცემი ახალგაზრდები გამოკითხეს.

მამნიაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

მსგავსი სიახლეები