43 წლის მამაკაცს თბილისში მანქანა განზრახ დააჯახეს - რა მოხდა ტაშკენტის ქუჩაზე
43 წლის მამაკაცს თბილისში მანქანა განზრახ დააჯახეს. შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე გუშინ 22:00 საასთისთვის მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვიდეომასალაში, რომელსაც ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, მძიმე ფორმის ძალადობა - სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაა ასახული.
ჩხუბის დროს ეზოში ბავშვები იმყოფებდნენ. სწორედ არასწრულოვნების თვალწინ დააჯახა ნასვამმა მეზობელმა მეზობელს ავტომობილი.
ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში "პირველებს" უმტკიცებენ, რომ საქმეს იძიებენ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.