რატომ შემოუშვეს ქვეყანაში რუსი ჟურნალისტი, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული - შსს დუმს

06.04.25 20:27
რატომ შემოუშვეს ქვეყანაში რუსი ჟურნალისტი, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული - შსს დუმს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რატომ შემოუშვა საზღვარზე ის რუსი ჟურნალისტი, ვისაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული. ქსენია ბოროდინა საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. არადა, ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობა ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აკრრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

საქართველოში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს ქსენია ბოროდინა სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. ამჟამად ქსენია ბათუმში, რუსული სამშენებლო კომპანიის პრეზენტაციას ესწრება და ფოლოვერებს აღნიშნული კომპანიის შესახებ დეტალებს აცნობებს. 

ქსენია ბოროდინა ის რუსი ტელეწამყვანია, ვინც პუტინის ომს უკრაინაში მხარი დაუჭირა და რუსი ჯარისკაცებისთვის სამხედრო აღჭურვილობა საკუთარი ფულით შეიძინა. მედია წერს, რომ ბოროდინას მამა ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის დედ ხასანის უახლოესი  გარემოცვა იყო.

ახლა საზღვრებზე ასეთი მოცემულობაა: იმ დროს, როდესაც ანტიპუტინისტ ჟურნალისტებს საქართველოში დაუდგენელი მიზეზებით არ უშვებენ, თავისუფლად შემოდიან პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი პროპაგანდისტები.

აქტივისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, რუსი პროპაგანდისტების საქართველოში ჩამოსვლას ახლდეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები