გელათის ღვთისმშობლის მოზაიკა განადგურების ზღვარზეა - ვინ არის პასუხისმგებელი

06.04.25 20:43
გელათის ღვთისმშობლის მოზაიკა განადგურების ზღვარზეა - ვინ არის პასუხისმგებელი

გელათის ღვთისმშობლის მოზაიკა განადგურების ზღვარზეა. დაზიანების ხარისხმა უკვე 89 პროცენტს მიაღწია. სრულმასშტაბიან რესტავრაციას, მინიმუმ, ოთხი წელიწადი დასჭირდება. შექმნილი უმძიმესი  მდგომარეობა შეიცვლებოდა და მხატვრობის განადგურების რისკები შემცირდებოდა, ტაძრის დროებითი გადახურვა რომ დაესრულებინათ, მაგრამ ეს ჯერ ისევ არ გამოდის.   

გელათი უკვე ხუთი წელია ნადგურდება. ხუთი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა იმერეთში ირაკლი კობახიძე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობა თითქოს აიღო, მაგრამ წულუკიანის დაშვებული შეცდომების აღიარება არ უცდია. ეგრეთ წოდებულ პრემიერს პრობლემური წარსულის დაფარვა მომავლის ოპტიმისტური ხედვით სურს.

კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გელათის განადგურების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ კომისია ობიექტურად და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს, გაირკვევა, რატომ ჩავარდა ტაძრის გადახურვის სამუშაოები, რამაც გელათი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. მიიჩნევენ, რომ დასადგენია, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ შეცვალა რეაბილიტაციის გეგმა შუა გზაში და რატომ არ გაითვალისწინეს იუნესკოს რეკომენდაციები.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები