"ე.წ. საარჩევნო კარუსელის დაკანონება" - ცესკოს მიღებული დადგენილება ძალაში რჩება

06.04.25 20:40
"ე.წ. საარჩევნო კარუსელის დაკანონება" - ცესკოს მიღებული დადგენილება ძალაში რჩება

ცესკოს ახალი დადგენილებით, დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გადამოწმების უფლება აღარ ექნებათ. შეუძლებელი გახდება მნიშვნელოვანი დარღვებების ფოტო-ვიდეო გადაღებაც. 

დღეს საქალაქო სასამართლოს ცესკოს აბსურდული გადაწყვეტილების გაბათილება შეეძლო, თუმცა, ტრადიციულად, პარტიული დავალება შეასრულა. მოსამართლე ნინო ჩინჩალაძემ არც “კოალიცია ცვლილებებისათვის” და არც ისფედის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

უსამართლო სასამართლოს მიერ უკანონობის დაკანონება და ადამიანის უფლებების დარღვევის დაცვად გასაღება - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოსამართლე ჩინჩфლაძის გადაწყვეტილებას. ცესკოს სახიფათო ინიციატივას კი არჩევნების გაყალბებისათვის ნიადაგის მომზადებად მიიჩნევენ.

ვრცლად ნახთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები