Daily Express: ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს, სცემეს და სამშობლოში დაბრუნებას უკრძალავენ

07.04.25 10:27
Daily Express: ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს, სცემეს და სამშობლოში დაბრუნებას უკრძალავენ

ბრიტანეთის მოქალაქეს "ქართული ოცნების" რეჟიმი სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევს. 28 წლის დენიელ ტრევისი ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ირწმუნება, რომ მას უთვალთვალებენ და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ჰყავთ. 

ახალგაზრდა თბილისში სექტემბერში ჩამოვიდა. ის ერთ-ერთ ბარში მენეჯერად მუშაობდა, მაგრამ პარლამენტში შეჭრის მცდელობის საბაბით ციხეში აღმოჩნდა.

კაცი ამტკიცებს, რომ ნოემბრის აქციის მონაწილე არ ყოფილა და რუსთაველზე შემთხვევით მოხვდა. ირკვეევა, რომ ბრიტანეთის მოქალაქემ ქართულ ციხეში 12 დღე გაატარა, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მათ პარლამენტის შენობაში შემიყვანეს, სადაც პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ინტერვიუ ჩამომართვა. მათ სურდათ, ისე გამოეყვანათ, თითქოს მე შევიჭერი პარლამენტის შენობაში, რაც ძალიან დიდი სისულელეა. შეუძლებელია, შეიჭრა ნებისმიერი პარლამენტის შენობაში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა. მცემეს პარლამენტის შენობაში. მირტყამდნენ ბარძაყებზე, მკლავებზე. არ მირტყამდნენ თვალებში, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, ეს მედიაში მოხვდებოდა. ისინი კრიმინალები არიან, – ყვება ბრიტანულ გამოცემა Daily Express-თან ტრევესი. 

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ  ტრევისს სამშობლოში გაფრენა სურდა, მაგრამ როცა საპასპორტო კონტროლზე მივიდა, უთხრეს, რომ ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. თუ დენიელ ტრევისს დავეყდრნობით, მას პოლიციელმა საქმის მოგვარების ნაცვლად ქრთამი - ათასი ლარი მოსთხოვა. 

„მითხრა, რომ მისთვის 1000 ლარი უნდა გადამეხადა. მე წავედი პოლიციაში, გადავიხადე 1000 ლარი. მათ ქვითარი არ მომცეს”. – ამბობს ტრევისი.

ამის შედეგ მან ქვეყნის დატოვება ხმელეთით, თურქეთში გადასვლის გზით სცადა, თუმცა საზღვრის გადაკვეთის უფლება არც აქ მისცეს.

დენიელ ტრევისის ვიზას ვადა 22 სექტემბერს გასდის. ის შიშობს, რომ თუ მანამდე საქართველოს ვერ დატოვებს, კვლავ დააპატიმრებენ და სცემენ. 

მსგავსი სიახლეები