346 908 ლარის ოქროს მალულად შემოტანისთვის, სარფში 1 პირი დააკავეს

07.04.25 10:52
346 908 ლარის ოქროს მალულად შემოტანისთვის, სარფში 1 პირი დააკავეს

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით  საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცეებს.

უწყების ცნობით,  დაკავებულმა სარფიდან 346 908 ლარის ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. მას 5-დან 7-წლამდე ავდით პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით,  საბაჟო კონტროლისაგან მალულად,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 346 908 ლარის საბაჟო ღირებულების, 2 276 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები