დიდი გადაადგილებები გომელაურის უწყებაში - თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან
საკადრო ცვლილებები შსს-ში - ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვინ რჩება და ვინ მიდის თანამდებობიდან. თბილისის პოლიციაში დღეს ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან. სწორედ ლაშა გოგნიაშვილის თათბირის შემდეგ გაირკვევა, ვინ სად გააგრძელებს მუშაობას თბილისის პოლიციის სამმართველოდან.
"პირველებისთვის" გუშინ ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციის შეფი თანამშრომლებს გამოემშვიდობა, თუმცა ვაჟა სირაძის მიერ პოსტის დატოვებას სააგენტო "ინტერპრესნიუსს" გომელაურის უწყება არ უდასტურებს. არადა, წყარო "პირველებს" უყვებოდა, რომ სირაძეს სერგი ბზიშვილი ჩაანაცვლებს.
"პირველების" ინფორმაციით, გრიგოლ ბესელია, რომელსაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსობა სურდა, ისევ კადრების განყოფილებაშია და გადაწყვეტილებას ელოდება.
საგანგებო თათბირის შესახებ, რომელიც წუთი წუთზე დაიწყება, შსს-ს თანამშრომლების ნაწილს ინფორმაცია არ აქვს ან საგულდაგულოდ მალავს.