საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

07.04.25 11:17
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის  პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სანქცირებული მოსამართლე და სანქცირებული პროკურორი იმ ადამიანებს გაასამართლებენ, რომლებიც თავისულებისთვის ბრძოლისთვის ჰყავთ დაპატიმრებული.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს ბრალდების მხარე მოსამართლის წინაშე სიტყვით წარდგება.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები