აჭარის უმაღლეს საბჭოსთან პროტესტია - დღეს კენჭი რიჟვაძის შემცვლელს უნდა უყარონ

პროტესტია ამ წუთებში ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც არალეგიტიმური მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ემზადებიან. წუთი-წუთზე ეგრეთ წოდებულმა დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ რიჟვაძის შემცველელს - სულხან თამაზაშვილს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა დაკეტილია. შენობის შიდა ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე აკრედიტირებული ჟურნალისტები იმყოფებიან, თუმცა მათ სხდომაზე არ უშვებენ.
შენობის გარეთ სამოქალაქო აქტვისტები და ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილი და მზია ამაღლობელის გათავისულებას მოითხოვენ.
"ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმს თავისუფალი ადამიანების და სიტყვის თავისუფლების ეშინია. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ასეთია რეჟიმის ქცევა.
რეჟიმის ყველაზე დიდი მტერი არის სიტყვის თავისუფლება, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, შიში იწვევს მერე ამას, იზოლაციას, რაღაც პოლიციის კორდონების ჩაყენებას. ეს არის რეჟიმის ქცევა. ძალაუფლების წყარო რომ ხალხია, დაავიწყდათ. ამ რაღაც შენობებში არიან გამაგრებულები და იქმნება იმიტაცია, რომ ასე იმართება სახელმწიფო. ანუ, ადმაიანებთან, მოქალაქეებთან კონტაქტი არის სრულიად გაწყვეტილი და მმართველობაც არის არაეფექტური და მემგონი, საერთოდაც უფუნქციოები დარჩნენ, - ამბობს "ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე.