"ინდიგოს" ჟურნალისტს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

07.04.25 12:21
"ინდიგოს" ჟურნალისტს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

“ინდიგოს" ჟურნალისტს, საბა სორდიას, იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს - ინფორმაციას მედიასაშუალების ხელმძღვანელი ავრცელებს.

ნატა ძველიშვილის თქმით, ასევე უცნობია, როდის იქნება სასამართლო პროცესი.

ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ“,- წერს ნატა ძველიშვილი.

პოლიციამ ჟურნალისტი გუშინ, 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.