სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 6 აპრილის საღამოს შსს-ს თანამშრომლებმა იპოვეს.
მეზობლები აღნიშნავენ, ქალი სახლში მარტო ცხოვობდა - ასევე მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.