Washington Post: ირანმა აზერბაიჯანელი რაბინის მოსაკლავად ქართველი ნარკორეალიზატორი დაიქირავა

07.04.25 15:50
Washington Post: ირანმა აზერბაიჯანელი რაბინის მოსაკლავად ქართველი ნარკორეალიზატორი დაიქირავა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანელი რაბინის მოსაკლავად საქართველოს მოქალაქე დაიქირავა, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველ ნარკორეალიზატორ აგილ ასლანოვს რაბინ შენორ სეგალის მკვლელობის სანაცვლოდ 200 000 დოლარი შესთავაზეს.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერი, ასლანოვს 2024 წელს, შემოდგომაზე შეხვდა და რაბინის ფოტოსურათი და მისი მოკვლის დეტალური ინსტრუქციები გადასცა. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ინსტრუქციები საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმასაც ითვალისწინებდა.

ასლანოვი და მისი აზერბაიჯანელი თანამზრახველი ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით იანვარში დააკავეს. 

სეგალმა The Washington Post-ს უთხრა, რომ მკვლელობის მცდელობის შესახებ აზერბაიჯანული მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, ის აზერბაიჯანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

 

მსგავსი სიახლეები