საქართველოში ამინდი უარესდება - მოსალოდნელია ძლიერი შტორმი

07.04.25 15:52
საქართველოში ამინდი უარესდება - მოსალოდნელია ძლიერი შტორმი

8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქათველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, თუმცა საფრთხის დონე საშუალოა.

მსგავსი სიახლეები