ოფიციალურად: თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს

07.04.25 16:13
ოფიციალურად: თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა.

ამ დრომდე ლაშა გოგნიაშვილს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

სამუშაო თათბირზე საუბარი, ასევე, შეეხო პოლიციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა"- წერს უწყება. 

მსგავსი სიახლეები