დადექით ჩვენი მშობლების გვერდით-ჩიკვაიძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, გიორგი ჩიკვაიძე რომელიც 27-ე დღეა შიმშილობს, ციხიდან წერილს აქვეყნებს და მეგობრებს მოუწოდებს, ხვალიდენლ აქციას შეუერთდნენ და სინდისის პატიმრების მშობლების გვერდით დადგნენ.
ჩიკავიძე საკუთარი ჯანმრთელობსი მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
“ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა“-წერს ჩიკვაიძე.
ხარებას გილოცავთ მეგობრებო! ხვალ, 8 აპრილს დაანონსებულია აქცია ჩვენი მშობლების მეთაურობით, ყველას გთხოვთ, რომ დადგეთ ჩვენი მშობლების გვერდით, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ შეგვიძლია.
დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია.
ეს შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, რომ შევწყვიტო.
ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა.განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო ყველა სინდისის პოლიტპატიმარი, გამძლეობას ვუსურვებ ბიჭებს.
აქ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს ერთმანეთს.ყოველ დღე ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის. ძალა ერთობაშია! გავიმარჯვებთ სახელოვნად!-წერს ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, ხვალ, გამთენიის 4 საათზე ,პარლამენტის შენობასთან სინდისის პატიმრების მშობლები საპროტესტოს აქციას გამართავენ. მათი მიზანია, გმირთა მემორიალთან რეჟიმის წარმომადგენლები არ მიუშვან.