მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის“ მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.