ერთი დღე დიდ პროტესტამდე - ცხრა აპრილის აქციისთვის სამზადისი დასრულებულია

07.04.25 20:37
ერთი დღე დიდ პროტესტამდე - ცხრა აპრილის აქციისთვის სამზადისი დასრულებულია

8 აპრილი, თბილისის დროით 22:00 საათი, შეხვედრის ადგილი რუსთაველის გამზირი. იქ, სადაც 36 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის არმიამ ნიჩბებით, ტანკებით გადაუარა, ისევ ამ ქვეყნის მცველები შეიკრიბებიან. ტრაგედიის 36 წლის თავს ქუჩაში შეხვდებიან სინდისის პატიმრების დედები, მამები, ძმები და დები, რადგან ტრაგედიიდან ამდენი წლის თავზეც, ხალხი ამბობს, რომ რეჟიმი, რომელსაც თავს ხელისუფალს უწოდებს, ქვეყანაში საბჭოთა წესებს ამკვიდრებს.

პარლამენტის სასახლესთან ხვალ საღამოდან 24-საათიანი აქცია დაიწყება. ხალხი ქუჩებში შეკრებას საღამოს რვა საათიდან დაიწყებს. შემდეგ სიმბოლურად ღამეს გაათენებენ ცხრა აპრილის მემორიალთან და დღის პირველის ნახევარზე იგივე ფიცს დადებენ, რომელიც მათმა წინაპრებმა დადეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და რუსული გავლენების წინააღმდეგ.

ყოველი წლის ცხრა აპრილს პარლამენტთან "ქართული ოცნების" ლიდერები მიდიან და გვირგვინებით ამკობენ 21 გმირულად დაღუპული მოქალაქის უკვდავსაყოფად მოწყობილ მემორიალს. თუმცა, სავარაუდოდ, წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება. პარლამენტთან მოწყობილ მემორიალს ახლაა ევროპული მომავლის მცველები დაიცავენ, თუ ივანიშვილის პარტიის წევრები მემორიალთან მიახლოებას შეეცდებიან, მათ მოუწევთ თვალებში ჩახედონ უდანაშაულოდ ციხეებში გამოკეტილი ახალგაზრდების დედებს. 

1 დღე პროტესტამდე - დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.