22 წლის მეშაურმის სასტიკი მკვლელობა - როგორ აღმოჩნდა ბრალდებული მოსკოვში და რა ახალი მტკიცებულება დევს საქმის მასალებში

07.04.25 20:48
22 წლის მეშაურმის სასტიკი მკვლელობა - როგორ აღმოჩნდა ბრალდებული მოსკოვში და რა ახალი მტკიცებულება დევს საქმის მასალებში

თაზო მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სასტიკ დანაშაულში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და ცემით მოკლული თაზო მთივლიშვილი მაგიდასთან სხედან. ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, როგორ ურტყამს სახეში გამეტებით 23 წლის ბიჭს გიორგი პაპაშვილი. ანგარიშსწორების ამსახველი უწყვეტი კადრები გამოძიებამ ერთ-ერთი რესტორნიდან ამოიღო და საქმეს ახლახან დაურთო.

კადრები რესტორან "დოლაბაურშია" გადაღებული. საშაურმის 6 თანამშრომელი აქ თაზო მთივლიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა. იუბილარმა აქ ჯერ არ იცოდა, რომ გიორგი პაპაშვილი მას რამდენიმე საათში სასტიკი ცემით სიკვდილისთვის გაიმეტებდა. გამოძიების საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ ანგარიშსწორების შემდეგ პაპაშვილს თაზო მთივლიშვილი იძულებით მის სახლში, კალანდაძის ქუჩაზე მიჰყავს და მის სიკვდილამდე ცემას 5 მეგობრის თანდასწრებით აგრძელებს.

3 გზის ნასამართლევ გიორგი პაპაშვილს გამოძიება 17 თებერვლიდან ეძებდა. ბრალდებულმა თანამზრახველების დახმარებით ქვეყანა სარფის გავლით დატოვა. ინტერპოლით ძებნილი რუსეთში, 2 დღის წინ დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან გაქცეული კაცი რუსულ მილიციას თავად ჩაბარდა, ახლა კი ქვეყანაში გადმოცემას ითხოვს. პაპაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებას უთვლის, რომ თუ სამშობლოში დააბრუნებენ, ყველაფერს ნათელს მოფენს.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები