ბოკუჩავა: სტრასბურგში საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს

07.04.25 22:22
ბოკუჩავა: სტრასბურგში საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს

PACE-მ პირდაპირ თქვა, რომ მანამ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ახალი არჩევნები არ ჩატარდება, რუსული ოცნების დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, საუბარი ივანიშვილის გუნდის სანქცირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

PACE -მ პირდაპირ თქვა, რომ მანამ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ არის თავისუფალი და მანამ სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები რუსული ოცნების დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში...

სასანქციო პოლიტიკა რომ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ საუბარი გვქონდა აქ (სტრასბურგში). ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის ასამბლეისთვის, რომელიც შეინარჩუნებს იმ მკაცრ პოლიტიკას რუსული რეჟიმის არ მონაწილეობასთან დაკავშირებდათ და მათ საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით, ასევე სანქციების ნაწილში. იქნება ეს დიდი ბრიტანეთი თუ სხვა ქვეყნები. აქ სრული კონსესუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ავტოკრატია", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს, 7 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.   

მსგავსი სიახლეები