ხმაური რუსთაველზე - პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

07.04.25 23:29
ხმაური რუსთაველზე - პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა - ადგილზე მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით სამი ადამიანი დააკავეს. 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ცნობით, ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ხელბორკილები ვატო სამხარაძეს, თაზო კვესელავას და რეზი დუმბაძეს დაადეს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პოლიციელები აქტივისტებს საავტომობილო ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც უკმაყოფილება მოყვა და საბოლოოდ, დაკავებებით დასრულდა.

მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, რომ დაკავებების სერიის განახლება დიდ პროტესტს უკავშირდება, რომელსაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები 8-9 აპრილს გამართავენ.