ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა - ცნობილია, რამდენ ლარიან გირაოს მოითხოვს პროკურატურა

08.04.25 10:21
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა - ცნობილია, რამდენ ლარიან გირაოს მოითხოვს პროკურატურა

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა. პროკურატურა თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ყოფილ თავდაცვის მინისტრს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს ედავება და აღკევთი ღონისძიების სახით დღეს 20 000 ლარიან გირაოს გამოყენებას მოითხოვს. 

აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება გუშინ წარედგინა. 

  • ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მსგავსი სიახლეები