მზადება 9 აპრილის აქციისთვის - რა გეგმა აქვთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს
მზადება 9 აპრილის აქციისთვის და პროტესტის ახალი ტალღა ქვეყანაში - დიდი შეკრება სინდისის პატიმრების გათვისუფლების მოთხოვნით და ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში დღეს 22:00 საათზე, სიმბოლურად, 9 აპრილის მემორიალთან დაიწყება. სტარტს აიღებს ახლი წინააღმდეგობის მოძრაობაც, რომლის სათავეშიც ის მშობლები ჩადგებიან, რომელთა შვილებიც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა.
აქციის მოაწილეები აანონსებენ, რომ პროტესტი იქნება უწყევტი და 9 აპრილის მემორიალთან ისინი რეჟიმის წამომადგენლებს მისვლის უფლებას არ მისცემენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ ამის მორალურუ უფლება არ აქვთ.
"ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს, რომ მემორიალს მიუახლოვდეს. ეს მემორიალი დგას რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩეხილი და დაღვრილი სისხლის საპატივსაცემოდ და რეჟიმი, რომელსაც ეს ქვეყანა ისევ რუსეთში მიჰყავს, არ აქვს მორალური უფლება, მიუახლოვდეს 9 აპრილის მემორიალს. ჩვენ სწორედ რუსული რეჟიმისგან დავიცავთ მას აპრილის საღამოს და 9 აპრილს მთელი დღის განმავლობაში, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
სინდისის პატიმრების მშობლები ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, მუწოდებენ, მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
გვერდით უნდა დაგვიდგეს ქართველი ხალხი, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე და იმ ბიჭებზე, ვინც ახლა შიგნით არიან ქვეყნის თავისუფლებისთვის როდესაც იბრძოდნენ. აქედან გამომდინარე, ხალხს ვთხოვთ ჩვენ, დაკავებულების ოჯახის წევრები, რომ დაგვიდგნენ გვერდით და იბრძოლონ ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ ახლა თქვენი გვერდში დგომა არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის და პატიმრებისთვის, ისე ქვეყნის მომავალისთვის, - ამბობს სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი.
დღესვე დაანონსებულია მედიის მარში, რომელიც ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე გაიმართება.