7 აპრილს აქციაზე დაკავებულები ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობენ - ომბუდსმენი

08.04.25 11:10
7 აპრილს აქციაზე დაკავებულები ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობენ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მოინახულეს.

როგორც ომბუდსმენის აპარატი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი დაკავებულებიდან 2 პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. 

„ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 148“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები