დაკავებული "ინდიგოს" ჟურნალისტი სასამართლოში გადაიყვანეს
დაკავებული გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.