BPN: ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკი" სავარაუდოდ, იყიდება
ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკი" სავარაუდოდ, იყიდება - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
BPN-ის ინფორმაციით, „ლიბერთის“ შეძენას "ბაზისბანკი“ გეგმავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორივე კომერციულ ბანკთან დაკავშირებას ცდილობს.
უცნობია რას უკავშირდება, ლიბერთი ბანკის სავარაუდო გაყიდვა, მისი მფლობელის ირაკლი რუხაძის შესაძლო სანქცირებას, თუ ლონდონში წაგებულ დავას, რომელის თანხმადაც ირაკლი რუხაძეს მომჩIვანი მხარისთვის 170 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი.
- ცნობისთვის, „ბაზის ბანკის“ წილების 91.891%-ის მფლობელი შპს "Xinjiang HuaLing Industry & Trade (Group) Co"-ა, ხოლო „ლიბერთის“ წილების 96.97%-ს სს „გალტ & თაგარტი“ (ნომინალური მფლობელი) ფლობს.