საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს - რა თქვა "ინდიგოს" ჟურნალისტმა პროცესზე

ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართადარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.
მანამდე სხდომაზე სიტყვით ისარგებლა საბა სორდიამ, როგორც ჟურნალისტმა განაცხადა მისთვის შსს-ს თანამშრომლებს არ განუმარტავთ, რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, არც მათი სახელები და გვარები უთქვამთ.
დაკავებულმა ჟურნალისტმა სასამართლოზე ასევე პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფაზეც ისაუბრა.
ბასრი ნივთი არასოდეს მიტარებია და არც კრიმინალური სიმპათიები მქონია ოდესმე. არ განუმარტავთ შსს-ს რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, არც მათი სახელები და გვარები უთქვამთ. შემდეგ, როცა უკვე განყოფილებაში გადამიყვანეს და დამშვიიდდა სიტუაცია, გავიგე, რომ ორივე მეგრელი იყო და ხუმრობით ვუთხარი, მანამდე რატომ არ მითხარით-მეთქი. მერე შიდა, პატარა ჯიბის გახსნა დაიწყო ერთ-ერთმა პოლიციელმა და ამას მოჰყვა ჩემი წინააღმდეგოპბა სიტყვიერი, ვუთხარი, რომ მე თვითონ გავხსნითქო, რაზეც ხელი დამიჭირა. ასევე გოუ-პრო მქონდა ჩანთაში, კამერასაც მოკრეს თვალი და ამას ცოტა უკმაყოფილება მოჰყვა. დაკავების შემდეგ, როცა მანქანაში ჩამსვეს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ განყოფილებაში რომ ავედით ერთი ორი წუთის განმავლობაში გაგრძელდა ეს შეურაცმყოფელი ფრაზები. კამერაზე რამდენიჯერმე გავამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ ერთი გოუ-პრო ადრე წამართვეს აქციების დროს და სათუთი ნივთია ჩემთვის, რამდენჯერმე გავიმეორე და მითხრეს, კედელს მივანარცხებო", - თქვა საბა სორდიამ.
ადვოკატების თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მამტკიცებელი ვიდეო-ჩანაწერი, რომ საბა სორდია წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ფოტო: პუბლიკა