არ იქნება დამოუკიდებელი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა - თბილისში დღეს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

08.04.25 15:30
არ იქნება დამოუკიდებელი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა - თბილისში დღეს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

არ იქნება დამოუკიდებელი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა და სამართალი - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც დღეს მედიის წარმოამდგენლები ერთიანდებიან. მედიის სოლიდარობის მარში დღეს სტარტს ფილარმონიიდან აიღებს.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავისუფალი მედიის გაუქმება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას დააზარალებს. 

ყველა იმ ადამიანს ველით, ვისთვისაც მედიის და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველას ცხოვრება გაუარესდება, ჩემი, თქვენი, თუ დამოუკიდებელი მედია არ იქნება, იმიტომ, რომ უბრალოდ, აღარ იქნება პლატფორმა, სადაც მივალთ და გავაგონებთ საზოგადოებას ჩვენს ხმას, ჩვენს გასაჭირს, სადაც ვეცდებით, რომ თანადგომა, სოლიდარობა და ერთობა და ჩემი აზრით, ეს მარში იქნება ერთობის დემონსტრირებისთვის საჭირო, იმიტომ, რომ "ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამ ფასეულობას ასე ადვილად არ დავთმობთ, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.

შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის გაქრობაზეა ორიენტირებული, ჟურნალისტებს მხოლოდ ერთმანეთის და მოქალაქეების გვერდში დგომის იმედიღა რჩებათ.  ჟურნალისტის თქმით, ერთადერთი, რაც ახლა რეჟიმს დარჩა გადასაყლაპი, სწორედ დამოუკიდებელი მედიაა. 

ქვეყანაში, სადაც მთელი ძალისხმევა მიმართულია ახლა იქითკენ, რომ როგორმე, კრიტიკული, ოლიგარქის გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობდეს, როცა არსებობს მონურ მორჩილებაში მყოფი პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, ჩვენი დახვრეტაც რომ გაიტანონ საკითხად, თამამად აწიონ ხელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთმანეთი. ჩვენ, ჟურნალისტები, ერთმანეთს არ ვტოვებთ, რახან არ გვყავს ხელისუფლება, რახან არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ, ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს, ჩვენი მაყურებელი დაგვიცავს ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირებაა საჭიროა კიდევ ეფრთხელ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ეს ისედაც იცის ოლიგარქის ხელისუფლებამ, ქვეყნის გარეთაც დაინახონ, რომ ერთადერთი, რაც დარჩა ახლა გადასაყლაპი ოლიგარქის რეჟიმს, ეს არის დამოუკიდებელი მედია და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.  

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, "ოცნების" ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.

რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებს მემორიალთან მიახლოების მორალური უფლება არ აქვთ.