„ინდიგოს” ჟურნალისტის საქმე - პროცესზე მისულმა მოწმე პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს

08.04.25 15:34
„ინდიგოს” ჟურნალისტის საქმე - პროცესზე მისულმა მოწმე პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს

„ინდიგოს” ჟურნალისტის საქმე - სასამართლო პროცესზე საბა სორდიას წინააღმდეგ მიყვანილმა პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღდმდეგო ჩვენებები მისცეს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ბესარიონ სიხარულიძე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ დაკავებული ჟურნალიტის ზედაპირებული დათავლიერების დროს ჩანთა არ შეუმოწმებია, თუმცა საწინააღმდეგო თქვა მოწმედ გამოძახებულმა მისმა კოლეგამ.

ჩვენ ავუხსენით, რომ უკანონობა არ იყო და ჩვენი მხრიდან ეს არ იყო არანაირად კანონის წინააღმდეგობაში, რომ უბრალოდ მის იდენტიფიცირებას მოვახდენდით და ზედაპირულ შემოწმებაზე, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ექნებოდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა, რაზედაც უარი განგვიცხადა. სრულ იდენტიფიცირებაზეც და ზედაპირულ შემოწმებაზე, ამის შემდგომ, ჩვენ ვუთხარით, რომ თუ არ მოგვცემდა საშუალებას, მოგვიწევდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

ჯერ უბრალოდ, პირველ რიგში განვუმარტეთ, რომ პოლიციაში მოგვიწევდა მისი გადაყვანა იდენტიფიცირების მიზნით, რაზედაც მან უარი განგვიცხადა. არც პოლიციაში არ მოგვყვებოდა, მას კიდევ ვუთხარით, კიდევ შევთავაზეთ პოლიციაში წამოსვლა და ამ დროს, ჩემმა თანამშრომელმა – ვინაიდან ჩვენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არა ვართ და სამხრე კამერები არა გვაქვს, უკვე ყველაფერზე რომ უარს ამბობდა – ამოიღო ჩემმა თანამშრომელმა ტელეფონი, რომ მოეხდინა გადაღება და არ მისცა ამის საშუალება, ხელი აუკრა ტელეფონს, ჩაიდე ჯიბეშიო.

ზედაპირული დათვალიერების დროს ჩანთა არ შეგვიმოწმებია, არ მოგვცა ამის საშუალება.... არ მახსოვს ჩანთა სად ჰქონდა, მგონი მოიხსნა, თუმცა ის მახსოვს, რომ ჩანთა არ გაუხსნია", - თქვა პოლიციელმა. 

"ინდიგოს" ჟურნალისტის თქმით კი, სწორედ ბესარიონ სიხარულიძე იყო პოლიციელი, რომელმაც მისი ჩანთის გახსნის შემდეგ "ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი", რასაც მისი უკმაყოფილება მოჰყვა. 

სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი, რომელიც უშაულოდ თვითონ ხსნიდან ჩანთას, ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ სწორედ ბესარიონ სიხარულიძე იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა. ყველაზე ისეთი, რაზეც გამეცინა, იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა", - განაცხადა სორდიამ. 

საქმეში არ არსებობს სამხრე კამერის ჩანაწერები - ამის შესახებ დღეს "პირველებმა" სასამართლოში მოწმის სახით მისულ ერთ-ერთ პოლიციელს ჰკითხა, თუმცა გომელაურის უწყების თანამშრომლემა, კითხვაზე "თუ რატომ არ გადაიღო ადგილზე მყოფმა სამმა პოლიციელმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საბა საორდიამ მათ წინაღმდეგობა გაუწია, მამტკიცებელი ვიდეო და რატომ არ დევს ის საქმეში" არ უპასუხა.

ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართადარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.

საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები