ერთადერთი, რაც გადასაყლაპი დარჩა ოლიგარქის რეჟიმს, დამოუკიდებელი მედიაა, ამის უფლება არ უნდა მივცეთ - მაკა ჩიხლაძე

ერთადერთი, რაც გადასაყლაპი დარჩა ოლიგარქის რეჟიმს, დამოუკიდებელი მედიაა, ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე საუბრობს.
ჟურნალისტის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის გაქრობაზეა ორიენტირებული, ჟურნალისტებს მხოლოდ ერთმანეთის და მოქალაქეების გვერდში დგომის იმედიღა რჩებათ.
ქვეყანაში, სადაც მთელი ძალისხმევა მიმართულია ახლა იქითკენ, რომ როგორმე, კრიტიკული, ოლიგარქის გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობდეს, როცა არსებობს მონურ მორჩილებაში მყოფი პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, ჩვენი დახვრეტაც რომ გაიტანონ საკითხად, თამამად აწიონ ხელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთმანეთი. ჩვენ, ჟურნალისტები, ერთმანეთს არ ვტოვებთ, რახან არ გვყავს ხელისუფლება, რახან არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ, ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს, ჩვენი მაყურებელი დაგვიცავს ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირებაა საჭიროა კიდევ ეფრთხელ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ეს ისედაც იცის ოლიგარქის ხელისუფლებამ, ქვეყნის გარეთაც დაინახონ, რომ ერთადერთი, რაც დარჩა ახლა გადასაყლაპი ოლიგარქის რეჟიმს, ეს არის დამოუკიდებელი მედია და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
არ იქნება დამოუკიდებელი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა და სამართალი - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც დღეს მედიის წარმოამდგენლები ერთიანდებიან. მედიის სოლიდარობის მარში დღეს სტარტს ფილარმონიიდან აიღებს.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავისუფალი მედიის გაუქმება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას დააზარალებს.