ექიმ გიორგი ახობაძის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

08.04.25 16:06
ექიმ გიორგი ახობაძის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

სინდისის პატიმრის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ექსპერტის გამოკითხვით გაიხსნა, რომელმაც ციხეში ახობაძის ნერწყვის ნიმუში აიღო. 

ექსპერტმა დაცვის მხარის კითხვაზე - მოისმინა თუ არა დაკავებული ექიმისგან პრეტენზია ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ ახობაძე მართლაც ამბობდა, რომ "ნარკოტიკები ჩაუდეს".

კითხვები მოწმეს დაუსვა თავად ბრალდბულმაც - ახობაძემ ექსპერტს ჰკითხა: "ჩემს მიმართ გაკეთებული კომენტარი თუ გახსოვთ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით", რაზეც მოწმემ თქვა, რომ "არა".

ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ნარკოტიკი იყო მის ჯიბეში ჩადებული და შესაბამისად არაფერს არ გვაძლევდნენ ეს მოწმეები.

ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც ციხეში გიორგი ახობაძის ნერწყვის ნიმუში აიღო და ამ მოწმეს ვეკითხებოდით, თუ ახსოვდა პოლიციელების მხრიდან ის დამცინავი დამოკიდებულება გიორგის მისამართით, როემლცი ეხებოდა მის აქციებში მონაწილეობას, მოწმემ ასეთი ინციდენტი ვერ გაიხსენა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატიც იყო ამ გარემოების დროს და ახსენებდა ამ გარემოებებს". - ამბობს ადვოკატი. 

დაკავებული ექიმის საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია იხილავს, რომლემაც შემდეგი პროცესი 16 აპრილს ჩანიშნა. 

  • ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
  • პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.