ტატო ქელბაქიანი: მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში
მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში - ამის შესახებ ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა.
ტატო ქელბაქიანის თქმით, საზოგადოების ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია.
როგორც ვიცით, 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლო და დღე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ გვიწევს ამ თავისუფლების დაცვა, იგივე შინაარსი აქვს ზუსტად 9 აპრილის მემორიალთან და პარლამენტთან დგომას. პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან არის დაანონსებული ღამისთევა, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი და ამიტომ, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, შემოვუერთდეთ ამ ადამიანებს, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთსაც და ამ გზით გამოვხატოთ პროტესტი, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. მათი თქმით, 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.