ბათუმის პოლიციის შეფი მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა

08.04.25 18:02
ბათუმის პოლიციის შეფი მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა

ვახო გომელაურმა, აჭარის პოლიციის ახალი უფროსი წარადგინა, ის ბათუმში ჩავიდა და რეგიონის პოლიციის უფროსებს შეხვდა. 

შეხვედრას პოსტიდან გადაყენებული აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც ესწრებოდა.

მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სწორედ მისი ლოყის შეწითლების ბრალდებით დააკავეს გამოცემა ბათუმელები/ნეტგაზეთის საგამომცემლო სახლის დირექტორი მზია ამაღლობელი. რეჟიმის პროკურატურა ამაღლობელს, პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

მსგავსი სიახლეები