ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები სასამართლოში - რა მოხდა საბა სორდიას პროცესზე
ოლიგარქის რეჟიმი ძალადობასა და უკანონო დაკავებაში ჟურნალისტმა საბა სორდიამ სასამართლო დარბაზშივე ამხილა. "ინდიგოს" რეპორტიორი მოსამართლის თანდასწრებით ყვებოდა, როგორ დააკავეს უკანონოდ და როგორო გახდა მარჯანიშვილის მეტროსთან პოლიცილების აგრესიული ჯგუფის სამიზნე.
პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ სორდიამ მათ "მონა" ეძახა და არ დაემორჩილა, თუმცა მათ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. არ არსებობს არც ვიდეომსალა და არც აუდიოჩანაწერი, რომელიც გომელაურის თანამშრომლების სიმართლეს დაამტკიცებედა. საბა სორდიამ დღეს სასამრთლო დარბაზში ისაუბრა, როგორ აყენებდნენ მას შეურაცხყოფას პოლიციელები.
ივანიშვილის პოლიციის დიდი კრახი სხდომათა დარბაზში მას შემდგ დაიწყო, რაც კრიმინალური პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე ორი მოწმე პოლიციელი დარბაზში გამოჩნდა. სასამართლოში მისული ბესარიონ სიხარულძე ამტკიცებდა, რომ დაკავებული ჟურნალისტის ზედაპირებული დათავლიერება არ ჩატარებულა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მოწმე პოლიციელი გიორგი ჩიქობავა. საბოლოოდ, მოწმე პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.