სტუდენტების მსვლელობა ტიტებით ხელში-ახალგაზრდები სინდისის პატიმრების მშობლების აქციას შეუერთდებიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან. ისინი აპირებენ, რომ მსვლელობით პარალამენტთან გადაინაცვლონ და მთავარ აქციას შეუერთდნენ.
მათ ადგილზე წითელი ტიტები აქვთ მიტანილი და ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალთან სიმბოლურად დადებენ. შემდეგ კი სინდისი პატიმრების მშობლებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათენებენ.
მათ ადგილზე გაშალილი აქვს ბანერი წარწერით: ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს.
ჩვენი პროტესტი ამ ისტორიული ადგილიდან დაიწყება. ჩვენი პროტესტის მიზანია, “ოცნების“ მაღლჩინოსნებისგან დავიცვათ 9 აპრილის მემორიალი და არ მივცეთ უფლება მივიდნნენდა ფოტოები გადაიღონ, ასევე მათი სულები წაბილწონ. ჩვენ თსუ-დან მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადავინაცვლებთ, გვეყოლებიან სპიკერებიც, ვისაუბრებთ 9 აპრილის მნიშვნელობაზეც, რადგან ეს არ არის თარიღი, რომელიც შეიძლება ქართველმა ხალხმა დაივიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ სტუდენტები შევიკრიბოთ და 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მივაგოთ“,-განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
დღეს ჩვენ გვევალება მემორიალთან ვიდგეთ და დავიცვათ ამ ადამიანების ღირსება და სახელი შელახვისგან, იმ ადამიანების მხრიდან. რეალურად, ამ ტერორულ პირობებში გვაცლიან ევროპულ და ზოგადად ცივილურ, სახელმწიფოებრივ მომავალს და პერსპექტივას. სტუდენტების აქტიურობა, როგორც გვაჩვენა მსოფლიო ისტორიის უახლოესმა მაგალითებმა, უდიდესი შედეგის მომტანია, ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ“,- ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
ამ წუთებში თსუ-სთან სტუდენტები სიტყვით გამოდიან, რომლის შემდეგაც, მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან.