ბათუმის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი ბავშვს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა- რკინიგზა

08.04.25 20:31
ბათუმის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი ბავშვს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა- რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა  ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები