"პრემიერია დასაცავი" - რუსთაველის გამზირზე პოლიციის მობილიზებაა
დაანონსებული საპროტესტო აქციის ფონზე, რუსთაველის გამზირზე პოლიციის საგანგებო მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მაღალჩინოსნები შეინიშნებიან. "პირველებმა" მათ ჰკითხა, რას ემსახურება სამართალდამცველების ამგვარი მობილიზება, თუმცა, როგორც ჩანს, სამოქმედო გეგმის შესახებ ჯერ თავადაც არ იციან.
ლაშა ჯოხაძე ამტკიცებს, რომ პრემიერი დასაცავია. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.
პრემიერი არის დასაცავი პირი და მის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს ჩვენი უშუალო მოავლეობაა. სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. გამორიცხული არაფერია. არავის უნდა არც დარბევა, არც დაკავება, გააჩნია, ვინ როგორ მოიქცევა, - ამბობს ჯოხაძე.
სერგი ბზიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ დღეს და ხვალ რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინაარმდეგ ძალას არ გამოიყენებენ.
ჩვენ წინასწარი გეგმა არ გვაქვს, ვმოქმედებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში სიტუაციურად. თუ იქნება საჭიროება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იქნეს დაცული, გავატარებთ იმ ღონისძიებებს. წინასწარ ვერ გეტყვი, - ამბობს ბზიშვილი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.