“ოცნების“ რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია, რომელიც ყელში ძვლად აქვს გაჩხირული-მაკა ანდრონიკაშვილი

08.04.25 21:16
“ოცნების“ რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია, რომელიც ყელში ძვლად აქვს გაჩხირული-მაკა ანდრონიკაშვილი

მედიას სჭირდება უფრო მხარში დგომა, ვიდრე დახმარება, რადგან ყველა კანონით, “ოცნების“ რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია, -ამის შესახებ “ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მაკა ანდრონიკაშვილმა განაცხადა.

ანდრონიკაშვილის თქმით, მედია ერთადერთია, რომელიც ღიად საუბრობს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

“ოცნების“ რეჟიმს დამოუკიდებელი მედია ყელში ძვლად აქვს გაჩხირული“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

მედიას სჭირდება უფრო მხარში დგომა, ვიდრე დახმარება, რადგან ყველა კანონით, “ოცნების“ რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია, რომელიც მას ყელში ძვლად აქვს გაჩხირული, რადგან მედია ერთადერთია, რომელიც ახლა ღიად საუბრობს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში უკვე ბევრი წელია არსებობს. მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა, რათა თითოეული ადამიანის ხმა ისმოდეს ღია ეთერებში, საუბრობდნენ საკუთარ პრობლემებზე, და ჰქონდეთ ჩვენი იმედი, რომელიც გვგონია, რომ ამ დრომდე მათთვის არ გაგვიცრუებია“,- განაცხადა ანდრონიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები