იმ ჭორვილელ ვირთხას, ჩვენ ცრემლებს არაფრით შევარჩენთ, კეთილი ინებოს და დატოვოს ხელისუფლება- თორნიკე გოშაძის დედა

08.04.25 22:35
იმ ჭორვილელ ვირთხას, ჩვენ ცრემლებს არაფრით შევარჩენთ, კეთილი ინებოს და დატოვოს ხელისუფლება- თორნიკე გოშაძის დედა

რუსტაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ ხელჩაკიდებულები მიემართებიან სინდისის პატიმრების დედები.

როგორც ისინი “პირველებს“ ეუბნებიან,  “ივანიშვილი დღეს იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს რუსეთის ჯარმა გააკეთა“, ამიტომ ურჩევენ, რომ დრულად დატოვოს ქვეყანა.

იმ ჭორვილელ ვირთხას, ჩვენ ცრემლებს არაფრით შევარჩენთ, ისე დაღუნავს თავს და გაქრება ამ ქვეყნიდან, როგორც ზოგ-ზოგიერთები წასულან, ამიტომ კეთილი ინებოს, საერთოდ დატოვოს ხელისუფლება, რადგან მას არ მოუტანია საქართველოში თავისუფლება, არაფერი გაუკეთებია, მარტო საჩხერლებს, რაღაც ჟანგიანი ჟეშტები დაუხურა სახლებზე და ეს იყო მისი ქველმოქმედება. ქვეყანა, რომელიც შემოღობა და საკუთარ ბოსტნად აქცია, მისი არ არის. დღეს ის იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს რუსეთის ჯარმა გააკეთა, ამიტომ დაიხუროს ქუდი დასანამ კარგად არის, წავიდეს“, - განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები.

ცოტა ხნის წინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მივიდნენ „მედიის სოლიდარობის“ მარშის მონაწილეები. მათ 9 აპრილის მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.

მსგავსი სიახლეები