ის რაც ჩვენმა ქვეყანამ სისხლის ფასად მოიპოვა, არ დავთმობთ, რაც არ უნდა რუსული რეჟიმი მოვიდეს - ზურაბ ცეცხლაძე

09.04.25 00:43
ის რაც ჩვენმა ქვეყანამ სისხლის ფასად მოიპოვა, არ დავთმობთ, რაც არ უნდა რუსული რეჟიმი მოვიდეს - ზურაბ ცეცხლაძე

 

 

მთელ ქვეყანას მინდა ვუთხრა ერთი რამ, ის რაც ჩვენმა ქვეყანამ სისხლის ფასად მოიპოვა, მას არასდროს დავთმობთ, რაც არ უნდა რუსული რეჟიმი მოვიდეს, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, “რაც არ უნდა სადამსჯელო რეპრესიები განახორციელონ, ქართულს სულს, თავისუფლების წყურვილს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ.“

საზოგადოებას, დე ფაქტო ხელისუფლებას და მთელ ქვეყანას მინდა ვუთხრა ერთი რამ, ის რაც ჩვენმა ქვეყანამ სისხლის ფასად მოიპოვა, მას არასდროს დავთმობთ, რაც არ უნდა რუსული რეჟიმი მოვიდეს, დრაკონული კანონები მიიღონ, სადამსჯელო რეპრესიები განახორციელონ, ქართულს სულს, თავისუფლების წყურვილს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ვერ შეაჩერებს. არ გამოუვა, 36 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და გვყავს თაობები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. თავისუფლად სუნთქავენ და თავისუფალი სამყაროს შვილები არიან. აუცილებლად, ამ ბრძოლას გამარჯვებით დავასრულებთ და არ ვურჩევ რუსულ რეჟიმს, ფარისევლურად მოვიდნენ 9 აპრილის მემორიალთან“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მსგავსი სიახლეები