პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, შინდისის გმირის შვილები მივიდნენ

09.04.25 01:01
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, შინდისის გმირის შვილები მივიდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილები - მარიამი და შაკო მივიდნენ.

ისინი მასწავლებელთან, ლადო აფხაზავასთან ერთად იმყოფებიან.

ლადო აფხაზავამ სიტყვით გამოსვლისას დღეს მომხდარი ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მარიამთან ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული კაცი მივიდა, რომელიც გმირის შვილს ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან ტიტები და სანთლები მიიტანეს და დაღუპულების სულებს პატივი მიაგეს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპრირებენ და გეგმავენ ღამე პარლამენტის წინ გაათენონ, რათა “ოცნების“ წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვან.

მსგავსი სიახლეები