14 აპრილს მასშტაბური მარში გაიმართება, რომელსაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან
სტუდენტების ორგანიზებით, 14 აპრილს თბილისში, მორიგი მასშტაბური მარში გაიმართება.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს და უერთდებიან მათ მიერ დაანონსებულ მარშს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა განვაცხადეთ, რომ დავიწყეთ მოძრაობა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. როგორც შეგპირდით, ვიქნებით აქტიურად ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
როგორც იცით, 14 აპრილს სტუდენტებმა დააანონსეს ძალიან დიდი მარში და ჩვენ ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას, სინდისის პატიმრების ოჯახები და ვაცხადებთ, რომ ვიქნებით ჩართულნი ამ პროცესში, დაგეხმარებით ყველა მიმართულებით, რაშიც შეიძლება ჩვენ გამოგადგეთ და ვიდგეთ თქვენს გვერდით და დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან", - განაცხადა სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთევან ქერაშვილმა.