"ოცნებამ" სპეციალური სივრცე პარლამენტის ეზოში მოაწყო და ტიტები იქ მიიტანა
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას არ აპირებენ. "ტვ პირველმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეციალური სივრცე მოაწყვეს, მაგიდა დადეს და ტიტები დადეს.
რამდენიმე ავტომობილმა, სადაც სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატები ისხდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.